ახალი ამბები

“მწვანეთა პარტიის” სოლიდარობის აქცია

16 მარტი, 2011 • 985
“მწვანეთა პარტიის” სოლიდარობის აქცია

მწვანეთა პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად სამოქალაქო სოლიდარობის აქცია მოაწყო. ისინი სოლიდარობას უცხადებდნენ  იაპონიას მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფების გამო.  აქციის მთავარი  მოთხოვნა  ამიერკავკასიის თავისუფალ ზონად გამოცხადება იყო.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის წარმომადგენელმა  ნიკოლოზ მჟავანაძემ აღნიშნა, რომ რამდენადაც გამართული არ უნდა იყოს ატომური ელექტროსადგური, საფრთხის საშიშროება მაინც არსებობს, რასაც იაპონიაში მომხდარი აფეთქებებიც ადასტურებს.

„რამდენად შესაძლებელია ამიერკავკასია გამოცხადდეს თავისუფალ ზონად,  როდესაც სომხეთში არსებობს ატომური ელექტროსადგური?  ამ საკითხზე სახელმწიფოებმა უნდა იზრუნონ“, –განაცხადა მჟავანაძემ.

ნიკოლოზ მჟავანაძემ  აღნიშნა, რომ სომხეთის ატომურ ელექტროსადგურში გაჟონვა მოხდა, თუმცა ამ ფაქტს არ ახმაურებენ.

„ევროპარლამენტის მწვანეებს აქვთ ახალი იდეა,  რაც ახალ გზაზე დააყენებს მსოფლიოს. არ იქნება საჭიროება მსგავსი ატომური  ელექტროსადგურების არსებობის. რა იდეაზეა საუბარი კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს,“–განაცხადა მწვანეთა პარტიის წევრმა ლელა კიკნაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი