ახალი ამბები

რომელ სამინისტროს აქვს ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი

15 მარტი, 2011 •
რომელ სამინისტროს აქვს ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი

სამინისტროებს შორის ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 24%. ინტერნეტ–გამოკითხვა საინფორმაციო პორტალმა onlinenews.ge–მ ჩაატარა.

გამოკითხვაში, რომელსაც სახელმწიფო დაწესებულებების ყველაზე ინფორმაციული ვებ–გვერდები უნდა გამოევლინა, 10500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია და გამარჯვებულთა დაჯილდოება დღეს სასტუმრო «ქორთიარდ მარიოტში» გაიმართა.

სამინისტროებს შორის ყველაზე ინფორმაციული ვებ-გვერდი შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ასე ფიქრობს საიტის გამოკითხულთა 25%. ინტერნეტ–გამოკითხვა საინფორმაციო ონლაინ პორტალმა onlinenews.ge–მ ჩაატარა.

გამოკითხვის შედეგად, პირველი ადგილი www.police.ge-მ დაიკავა. მეორე ადგილზე ხმათა 23%-ით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი www.mes.gov.ge გავიდა. მესამე ადგილზე კი 22%-ით – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდი – www.justice.gov.ge.

მაღალი შედეგები აჩვენეს, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სპორტისა და ახალგზრდულ საქმეთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების ვებ–გვერდებმაც. დანარჩენი 9 სამინისტროს ვებ-გვერდებმა კი რაოდენობრივად საშუალოდ 10-დან 20-მდე ხმა მიიღეს (0%).

საპრიზო ადგილებზე გასული სამინისტროების წარმომადგენლებს სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლოები გადაეცათ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ღონიძიებას ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი ესწრებოდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნიაშვილი, იუსტიციის სამინისტროდან კი –ადმინიტრაციის ხელმძღვნელი, ანდრო გიგაური.

მასალების გადაბეჭდვის წესი