ახალი ამბები

იაპონიას ჟურნალისტთა ნაწილი ტოვებს

15 მარტი, 2011 • • 1129
იაპონიას ჟურნალისტთა ნაწილი ტოვებს

Japan on nuclear alert
Japan on nuclear alert

ბირთვული საფრთხის გამო ჰოლანდიურ ტელეარხებს– RTL-ს, NOS-სა და VRT-ს იაპონიიდან თანამშრომლები გაჰყავთ. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ფუკუშიმას მეოთხე რეაქტორზე აფეთქების შედეგად რეაქტორის საცავი დაზიანდა, რადიოაქტიური ნივთიერებები კი ატმოსფეროში ვრცელდება-აცხადებს BBC. სიტუაცია იაპონიაში ყოველ წამს იცვლება.

“ალ ჯაზირას” ტელეარხის ინფორმაციით, საფრანგეთის საელჩომ ტოკიოში გააფრთხილა საფრანგეთის მოქალაქეები, რომ მცირე დოზის რადიაციული ნაწილაკებს ქარი ტოკიომდე დაახლოებით რამდენიმე საათში მიიტანს. ამასთანავე, იაპონიის ხელისუფლებამ ფუკუშიმას გარშემო საშიში ზონა 20-დან 30 კილომეტრამდე გაზარდა. ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოცხადდა. 200 ათასზე მეტი ადამიანი უკვე ევაკუირებულია, ხელისუფლებამ დანარჩენ მოსახლეობას მოუწოდა, რომ საცხოვრებელი სახლები არ დატოვონ.

დღეს, ტოკიოს დროით 9 საათზე და 40 წუთზე, ფუკუშიმას მეოთხე რეაქტორის შენობაში ხანძარი გაჩნდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლის იოკიო ედანოს თქმით ცეცხლის გაჩენა წინა შემთხვევების მსგავსად ჰიდროგენის აფეთქებამ გამოიწვია, ამჯერად კი ბირთვული რეაქტორიც დაზიანდა.

იაპონური მედიასაშუალების, Japan Times-ის ცნობით, რადიაციის დონე ფუკუშიმას აეს-ის ტერიტორიაზე ათეულობით აღემატება დასაშვებ ნორმას. გამოცემის ინფორმაციითვე, ფუკუსიმას სამხრეთით, იბარაკის პრეფექტურაში, რადიაციის დონემ დასაშვებ ზომას მნიშვნელოვნად აღემატება. გამოცემასთან საუბრისას ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა განაცხადა, რომ ფუკუშიმადან ამოფრქვეულ რადიაციული ნივთიერებები ქარს სხვადასხვა მიმართულებით მიაქვს, თუმცა ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ჯერჯერობით საფრთეს არ წარმოადგენს.

რადიაციის დონე დასაშვებ ნორმას 9-ჯერ აღემატება ტოკიოს სამხრეთით, კანაგავას პრეფექტურაში. Japan Times-ის ინფორმაციით, ტოკიოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტოკიოს ჰაერში უკვე აღმნოჩენილია ქარის მიერ მოტანილი რადიოაქტიური ნივთიერებები– ცეზიუმი და იოდინი. თუმცა ეს ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

თავად ტოკიოს მცხოვრებნი ჯერჯერობით კვლავ გაურკვევლობაში არიან და მათი ნაწილი ქალაქიდან ევაკუაციაზე ფიქრობს. ადგილობრივი ჟურნალისტი ტვიტერით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტოკიოს ყველა საჯარო სკოლა 22 მარტამდე დაკეტილია.

ტოკიოს მცხოვრები ოლივერ რაიშენსტაინი(Oliver Reichenstein)  ტვიტერზე წერს,: „გადავწყვიტეთ, რომ მატარებლით წავიდეთ ოსაკაში. თუ სიტუაცია უარესობისკენ შემობრუნდება, არ მინდა, ჩემი 2 წლის შვილი რისკის ქვეშ დავაყენო.“

ტვიტერის კიდევ ერთი მომხმარებელი ტოკიოდან წერს, რომ მისი ნათესავები ტოკიოს დატოვებაზე ფიქრობენ, ის თავის ცოლთან და სიდედრთან ერთად კი ადგილზე რჩება. “სიდედრმა თქვა, რომ ჩვენ 60 წელს გადაცილებული ვართ და რადიაციაზე სანერვიულოდ დიდ დრო არ გვაქს, ამიტომ ადგილზე ვრჩებით.”

ამავე თემაზე:

კიდევ ერთი აფეთქება ატომურ ელექტროსადგურზე

Live იაპონიიდან(Sky News-ის პირდაპირი მაუწყებლობა)

იაპონიის მთებში ვულკანი ამოიფრქვა

იაპონია ბირთვული კატასტოფის მოლოდინში

უახლესი ცნობები იაპონიის ბირთვული საფრხთის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი