ახალი ამბები

ეუთოს ოფისის თავმჯდომარე საქართველოშია

15 მარტი, 2011 • • 1065
ეუთოს ოფისის თავმჯდომარე საქართველოშია

ეუთოს ოფისისის თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აჟუბალისი ახლა სამინისტროშია და მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს ხვდება.

დღესვე დაგეგმილია აჟუბალისის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარესთან, დავით ბაქრაძესთან.

აჟუბალისი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. საქართველოში  ორი დღის მანძილზე დარჩება.

თბილისში ყოფნისას დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან.

საქართველოდან აჟუბალისი ერევანში გაემგზავრება. ცნობილი ხდება, რომ ამ ქვეყნებში ყოფნისას იგი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრების მთავარი თემა გაჭიანურებული კონფლიქტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი