ახალი ამბები

იაპონიის მთებში ვულკანი ამოიფრქვა

13 მარტი, 2011 • • 1508
იაპონიის მთებში ვულკანი ამოიფრქვა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით, კუნძულ კიუშუზე, ვულკანი(Shinmoedake) ამოიფრქვა. ფერფლი და ქვის ნამსხვრევები ჰაერში 4 კილომეტრის სიმაღლეზე გაიფანტა. ჯერჯერობით დადგენილი არ არის, მთაში ვულკანის ამოფრქვევას  აქვს თუ არა კავშირი 11 მარტს იაპონიაში მომხდარ 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასთან.

ვულკანი  Shinmoedake 11 მარტის მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1500 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1,421 მეტრის სიმაღლეზე, კირიშიმას რეგიონში მდებარეობს. ის 52– წლიანი სიწყნარის შემდეგ პირველად 2011 წლის იანვარში გააქტიურდა. ვულაკნის უკანასკნელი გააქტიურება 1 მარტს დააფიქსირეს, რის შემდეგაც არ ამოფრქვეულა.

ხელისუფლებამ მთასთან მიახლოება აკრძალა, მოსახლეობას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი