თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირიდან თამარაშვილის ქუჩით ვაკეში მოხვედრა შექმნილი საცობის გამო გართულებულია. საცობი ვაჟა ფშაველას გამზირზე იწყება და თამარაშილის ქუჩის გავლით ვაკეში, კუს ტბის ასახვევთან, მთავრდება. საცობია ყაზბეგის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის, ასევე თამარაშვილისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე. საცობის მიზეზი საქართველო-რუმინეთის რაგბის ეროვნული ნაკრებების მატჩია, რომელიც ამ წუთებში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობს. საპატრულო პოლიცია ვაჟა-ფშაველას გამზირიდან წამოსულ ავტომობილთა ნაკადს სტადიონის მიმართულებით არ უშვებს. ამ მიმართულებით გავლა მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. პოლიციელები ამბობენ, რომ გზა მალე გაიხსენბა და მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ბაგებში, მესხის სახელობის სტადიონის წინ, საქართველოს რაგბის ნაკრების გულშემატკივართა არმია იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონი თითქმის სავსეა, შესასვლელში კიდევ ასობით ადამიანი დგას და შიგნით შეღწევას ცდილობს.
საქართველოს რაგბისტთა ეროვნული ნაკრები ევროპის “ერთა თასის”2011 წლის გათამაშების შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს ხვდება. პირველი ტაიმი ქართველთა სასარგებლოდ 15:6 დასრულდა.