ახალი ამბები

ნანუაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “მაესტროში” სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს

9 თებერვალი, 2016 • 1051
ნანუაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “მაესტროში” სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ტელეკომპანია “მაესტროში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, არ უნდა გაჩნდეს კითხვის ნიშნები ამ პროცესში ხელისუფლების მონაწილეობასთან დაკავშირებით.

“ჩვენთვის მნიშნელოვანია ის, რომ პროცესები განვითარდეს მშვიდად და ფორსირებულ რეჟიმში არ მოხდეს საკითხის გადაწყვეტა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული იყოს და ჟურნალისტებს მიეცეთ მაქსიმალური შესაძლებლობა, გააგრძელონ მუშაობა ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. არ უნდა გაჩნდეს კითხვის ნიშანი, რომელიც ამ პროცესებში ხელისუფლების მონაწილეობას წარმოსახავდა”, – განაცხადა ომბუდსმენმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი