ახალი ამბები

Netgazeti.ge კავკასიის მედიის სკოლის პარტნიორი გახდა

11 მარტი, 2011 • • 1042
Netgazeti.ge კავკასიის მედიის სკოლის პარტნიორი გახდა

ნეტგაზეთმა სხვა მედიასაშუალებებთან ერთად კავკასიის უნივერსისტეტთთან  ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტი მიზნად ისახავს უნივერსიტეტის როგორც მედიის სკოლის, ასევე სხვა სპეციალობის სტუდენტების პროფესიონალურ გარემოში სტაჟირებასა და ვაკანსიების არსებობის შემთხვევაში მათ დასაქმებას.

კავკასიის მედია სკოლის პარტნიორები ნეტგაზეთთან ერთად ტელეკომპანები, –  ”რუსთავი2”, ”მაესტრო”, ”პირველი საინფორმაციო კავკასიური არხი”; რადიოები – ”კომერსანტი”, ”მწვანე ტალღა”, ”უცნობი”, ”პალიტრა”; გაზეთები – ”რეზონანსი”, ”24 საათი”, ”ბათუმელები”, საინფორმაციო სააგნეტო ”ინტერპრესნიუსი”; ჟურნალები – ”ლიბერალი”, ”ცხელი შოკოლადი”, ”ეპიზოდი”, ”სითი”; სტუდიები – ”რე” და ”GNS” გახდნენ.

კავკასიის მედიის სკოლა კავკასიის უნივერსიტეტის ნაწილია, რომელიც თავდაპირველად კავკასიის ბიზნეს სკოლის ფორმით დაარსდა. მედია სკოლა კი უნივერსიტეტში 4 წლის წინ ჩამოყალიბდა.

ამ დროსისთვის კავკასიის მედია სკოლას 100 სტუდენტი ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი