ახალი ამბები

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

11 მარტი, 2011 • 935
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

იაპონიის ჩრდილო–აღმოსავლეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 26–ს მიაღწია. დაშავებულებისა და დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ჯერ დაზუსტებული არ არის.

8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის დედაქალაქის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთიდან 373 კილომეტრის დაშორებით დღეს დაფიქსირდა. მიწისძვრამდე ტოკიოში ჩაირთო სირენა, რომელმაც მოსახლეობას მოსალოდნელი სტიქიის შესახებ აუწყა.

იაპონიის ქალაქ სენდაიში ძლიერმა მიწისძვრამ 10 მეტრი სიმაღლის ცუნამი გამოიწვია, მოვარდნილმა წყლის ტალღამ საცხოვრებელი სახლები, სკოლის შენობა და ავტომობილები წალეკა.

როგორც სააგენტო “კიოდო”იუწყება, ჩამოინგრა ერთ–ერთი სპორტული დარბაზის სახურავიც, რომლის ნანგრევებშიც ადამიანები იმყოფებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი