ახალი ამბები

მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში [video]

11 მარტი, 2011 • 1268
მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში [video]

 

ცუნამმა, რომელიც დღეს იაპონიის ქალაქ სენდაიში ძლიერი მისიწძვრით იყო გამოწვეული, 10 მეტრს მიაღწია. მოვარდნილმა წყლის ტალღამ საცხოვრებელი სახლები, სკოლის შენობა და ავტომობილები წალეკა.

ხელისუფლება სანაპიროებთან მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ ან მაღალსართულიანი შენობების ბოლო სართულებზე ავიდნენ.

8,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის დედაქალაქის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთიდან 373 კილომეტრის დაშორებით დღეს დაფიქსირდა. მიწისძვრამდე ტოკიოში ჩაირთო სირენა, რომელმაც მოსახლებას მოსალოდნელი სტიქიის შესახებ აუწყა.

არ არის ცნობილი თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა სტიქიის შედეგადა. ბიბისი წერს,რომ მინიმუმ 60 ადამიანია გარდაცვლილი, თუმცა სტატისტიკა მუდმივად იცვლება.

მედიის ნაწილი წერს,რომ იაპონელები პოლიციელები 200–300 დაღუპულს ვარაუდობენ.

 

http://cnn.com/video/?/video/world/2011/03/11/sot.tsunami.hit.japan.cnn

მასალების გადაბეჭდვის წესი