საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, ახალციხესა და თბილისში რადიომაუწყებლობის ლიცენზის მფლობელები „კავშირი სამხრეთ კარიბჭე“ და „ტივი-სტილი“ გახდნენ.

კომისიის ცნობით, თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი „ტივი-სტილი“  გახდა, ხოლო ახალციხეში –  „კავშირი სამხრეთ კარიბჭე“.

რადიოსიხშირული სპექტრით სარეგბლობის ლიცენზიის საფასური თბილისში 10 692 ლარს შეადგენს, ხოლო ქ. ახალციხეში – 4 055 ლარს, აცხადებს კომისია.

კომისიის ცნობით, „ტივი-სტილი“ თბილისში FM 93,1 -ზე, ხოლო „კავშირი სამხრეთ კარიბჭე“ ახალციხეში  FM 97.5-ზე იმაუწყებლებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *