ახალი ამბები

გილაურის ამერიკაში ვიზიტის სკანდალური ფაქტები

10 მარტი, 2011 • • 1342
გილაურის ამერიკაში ვიზიტის სკანდალური ფაქტები

ოლეგ შარიფოვი, რომელმაც ნიუ იორკ პოსტის ინფორმაციით, დიპლომატიური იმუნიტეტი გამოიყენა, რათა თავი დაეძვრინა ქურდობის ფაქტზე დაკავებისგან, პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, პრემიერ მინისტრის დაცვის სამსახურის თანამშრომელია.

ნიუ იორკ პოსტის ცნობით, შარიფოვი  ნიუ იორკში საქართველოს დელეგაციის წევრი იყო, რომელშიც  „სახელმწიფოს მეთაურიც შედიოდა“. თავდაპირველად “ნეტგაზეთმა” ვერ დაადგინა, ქურდობაში ბრალდებული რომელი დელეგაციის წევრი იყო.

ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე “ნეტგაზეთს” დაუკავშირდა და “გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით“,  განაცხადა, რომ დაკავებული შარიფოვი პრემიერ მინისტრის დაცვის თანამშრომელია.

პრემიერ მინისტრის პრეს სამსახურის უფროსი ნიკო მჭედლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში, მასალის გამოქვეყნებამდე აცხადებდა, რომ ოლეგ შარიფოვი არ არის პრემიერ მინისტრის აპარატის თანამშრომელი და  არ სმენია მის შესახებ, თუმცა მოგვიანებით, როცა “ნეტგაზეთი” მას ისევ დაუკავშირდა და ინფორმაციის დაზუსტება თხოვა, დაადასტურა, რომ შარიფოვი პრემიერ მინისტრის დაცვის სამსახურის თანამშრომელია:

”ოლეგ შარიფოვი პრემიერ მინისტრის დაცვის სამსახურის თანამშრომელია. ერთი საათი ამოწმებდა პოლიცია ამ გაუგებრობას და შემდეგ გამოუშვეს”.

რას ნიშნავს ”გაუგებრობა”, ნიკო მჭედლიშვილი არ აკონკრეტებს.  ხოლო კითხვაზე,  შარიფოვი იმიტომ ხომ არ გამოუშვეს, რომ მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა, მჭედლიშვილმა გვიპასუხა, რომ არ იცის.

ნიკო მჭედლიშვილმა არც ის იცის, არის თუ არა  შარიფოვი კვლავ პრემიერ მინისტრის დაცვის სამსახურის თანამშრომელი.

დიპლომატიური იმუნიტეტი ვენის კონცენციით განისაზღვრება და ეძლევა პირს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის სახელით აკრედიტაციას სხვა ქვეყანაში გაივლის. დიპლომატიური იმუნიტეტი არ ვრცელდება დელეგაციის წევრებზე.

ოლეგ შარიფოვი, რომელიც ნიო იორკის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა, ნიო იორკ პოსტის ინფორმაციით, მას შემდეგ გამოუშვეს, რაც გაარკვიეს, რომ მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავდა.

ნიუ იორკ პოსტი ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს  საქართველოს მოქალაქე ოლეგ შარიფოვის შესახებ, რომელმაც დიპლომატიური იმუნიტეტი გამოიყენა, რათა თავი აერიდებინა გამოძიებისთვის, მას შემდეგ, რაც ასობით დოლარის ღირებულების საქონელი მოიპარა სავაჭრო ცენტრიდან „21 საუკუნე“.

ინფორმაციას ნიუ იორკ პოსტი პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით,  33  წლის ოლეგ შარიფოვმა მაღაზიაში $34.97 ღირებულების საქონელზე ფასი $10.97 –ით შეცვალა და ნაკლები გადაიხადა. მას თვალს მაღაზიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ადევნებდა, რომელმაც დააკავა. ჩანთაში შარიფოვს კიდევ აღმოუჩინეს მოპარული საქონელი, რომლის საერთო ღურებულება $443.62 იყო.

„მაღაზიის ადმინისტრაცია პოლიციას დაუკავშირდა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ შარიფოვი ქალაქში საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომელშიც შედიოდა სახელმწიფოს მეთაურიც“, – განუცხადა წყარომ პოლიციიდან ნიუ იორკ პოსტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი