ახალი ამბები

მერია: ციხისძირში ტექნიკაზე განთავსებულია ის საშვები, რომლებიც 13 ივნისს დროებით გაიცა

8 თებერვალი, 2016 • 1681
მერია: ციხისძირში ტექნიკაზე განთავსებულია ის საშვები, რომლებიც 13 ივნისს დროებით გაიცა

თბილისის მერიაში ციხისძირში მიმდინარე სამუშაოებთან მერიის კავშირს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ფოტოებზე აღნიშნული საშვები თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ დროებით გაიცა. აღნიშნული ტექნიკა კი იმ კომპანიის საკუთრებაა, რომელიც სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული:

“სოციალური ქსელების საშუალებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი წევრის მიერ ვრცელდება ინფორმაცია და ფოტოები, რომ თითქოს სპეციალური ტექნიკა, რომელზეც განთავსებულია თბილისის მერიის საშვი, ციხისძირში გარკვეულ სამუშაოებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს თბილისის მერიის დისკრედიტაციას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფოტოებზე აღნიშნული ავტომანქანები თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას არ ეკუთვნის. რაც შეეხება ტექნიკაზე განთავსებულ საშვებს, ისინი თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით გაიცა და მხოლოდ სტიქიის ზონაში გამოიყენებოდა. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში საკუთარი სპეციალური ტექნიკით არაერთი კომპანია იყო ჩართული და სრულიად შესაძლებელია, ფოტოზე აღნიშნული ავტომანქანებიც რომელიმე კომპანიის საკუთრებაა,” – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ფოტოები სოციალურ ქსელ ფეისბუკში 7 თებერვალს გავრცელდა.

თბილისის მერიის ტექნიკა ციხისძირში??????ნარმანია ეხმარება ბიძინას ,,ქერის უბანიი”

Posted by Rezo Kharazi on Sunday, 7 February 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი