ახალი ამბები

დღეს აშშ–ში სააკაშვილის ვიზიტი იწყება

10 მარტი, 2011 • 1204
დღეს აშშ–ში სააკაშვილის ვიზიტი იწყება

საქართველოს პრეზიდენტი აშშ–ში დონალდ ტრამპს შეხვდება – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 9 მარტს.

მისი განცხადებით, ამერიკელ მილიარდელთან „საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების  განხორციელების ძალზე მნიშვნელოვან  კონტრაქტს მოეწრება ხელი. რთული ეკონომიკური პერიოდის დროს ეს სერიოზული საინვესტიციო გარღვევაა“. სხვა დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

მანჯგალაძის განცხადებით, სააკაშვილი აშშ–ში ასევე შეხვდება სავალუტო ფონდის ხელმძღვანელსა და ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ხელმღვანელობას.

სააკაშვილის ვიზიტი დღეს, 10 მარტს, იწყება და ცნობილი არ არის, როდის დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი