ახალი ამბები

ზურაბ ნოღაიდელი: „ვერ ვხედავ, რომ საქართველოს მოსახლეობა რევოლუციისთვის მზად არის“

9 მარტი, 2011 • 975
ზურაბ ნოღაიდელი: „ვერ ვხედავ, რომ საქართველოს მოსახლეობა რევოლუციისთვის მზად არის“

ზურაბ ნოღაიდელი
ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ნოღაიდელმა გაზეთ ”პრაიმ თაიმის“ პრეს–კლუბში პრესკონფერენცია გამართა და საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის მიმდინარე მოლაპარაკება არჩევნების სისტემის შეცვლაზე შედეგს არ მოიტანს.

”ეჭვი მეპარება, სასიკეთო შედეგი მივიღოთ. ეს პროცესი მარტო სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. იგი დასავლეთს უჩვენებს, რომ 8 ოპოზიციურ პარტიას ელაპარაკება. რეალურ შედეგს კი, დარწმუნებული ვარ, ვერ მივიღებთ”, – აცხადებს ნოღაიდელი.

ზურაბ ნოღაიდელის თქმით, რევოლუცია მოსალოდნელი არაა, რადგან ხალხში შესაბამისი განწყობა არ შეინიშნება.

”მე ვერ ვხედავ, რომ საქართველოს მოსახლეობა რევოლუციისთვის მზად არის. თუმცა ჩვენ იმდენად გაუწონასწორებელი პრეზიდენტი გვყავს, რომ მისმა რაიმე იმპულსურმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ხალხის განწყობა რევოლუციურ ტალღაზე გადართოს”,-ამბობს ნოღაიდელი.

ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებასთან რაიმე მოლაპარაკებას გამორიცხავს. ”უამრავი საჭირბოროტო საკითხია, მაგრამ ვიცი, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს”-აცხადებს ნოღაიდელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი