ახალი ამბები

ჯვრისწერა სკაიპით

9 მარტი, 2011 • 1036
ჯვრისწერა სკაიპით

კალიფორნიელები სემუელ კიმი და ჰელენ ო ინტერნეტში, ონლაინ რეჟიმში დაქორწინდნენ, იუწყება The Daily Mail.  წყვილი აპირდებდა ჯვირსწერაზე მისვლას, თუმცა მამაკაცი იძულებული გახდა, ავადმყოფობის გამო  საავადმყოფოში დაწოლილიყო.

სემუელ კიმის თქმით, ცერემონიიის გადადება შეუძლებელი იყო, ვინაიდან ძალიან ბევრი სტუმარი შორეული ქვეყნიდან იყო ჩამოსული. ამიტომაც გადაწყდა, რომ ცერემონია სკაიპის მეშვეობით შედგებოდა.

ვიდეოკონფერენციის მომსწრე ეკლესიაში შეკრებილი 500 სტუმარი გახდა. ჯვრისწერის რიტუალის დროს საავადმყოფოში მყოფმა სემუელ კიმმა მონიტორიდან, რომელიც საკურთხეველთან იყო მოთავსებული, წარმოთქვა სიტყვები: „ჰელენ, ვწუხვარ, რომ ვერ მიგაცილე საკურთხევლამდე, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი დღეა, ჩვენ ერთად დიდხანს ვიცხოვრებთ. გპირდები, ძალიან კარგი ქმარი ვიქნები“.

სემუელი ჯვირსწერის ცერემონიას თვალს საავადმყოფოდან ლეპტოპით ადევნებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი