ახალი ამბები

თბილისის მერია: ”მიკროავტობუსით მგზავრობა მერიას არ გაუძვირებია”

7 მარტი, 2011 • • 957
თბილისის მერია: ”მიკროავტობუსით მგზავრობა მერიას არ გაუძვირებია”

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ მიკროავტობუსების რვა ხაზმა გმზავრობის საფასური თვითნებურად გააძვირა. მერიის პრესამსახურის ცნობით, ფასების დარეგულირების საკითხში თბილისის მერია არ ერევა.

მგზავრობის საფასური გაიზარდა #87, #147, #161, # 223, # 99, #5ა, #221 და #141 სამარშუტო მიკროავტობუსებზე. იმ მიკროავტობუსებზე, რომლებითაც გზავრობა 50 თეთრი ღირდა, ფასმა 20 თეთრით, ხოლო იმ მიკროავტობუსებზე, რომლებშიც მგზავრები მგზავრობისას 30 იხდიდნენ ფასმა 10 თეთრით მოიმატა.

მძღოლების თქმით, მგზავრობის გაზრდის მიზეზი საწვავის გაზრდილი ფასებია. მათი თქმით, 15 მარტიდან შესაძლოა მგზავრობის ფასმა ყველა მარშუტზე მოიმატოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი