ახალი ამბები

საქართველო უცხოურ პრესაში

6 მარტი, 2011 • 1288
საქართველო უცხოურ პრესაში

ფრანგული გამოცემა “ასოსიშიეითიდ ფრანს პრეს” ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებების  მეთხუტმეტე რაუნდის შესახებ წერს სტატიაში: “საქართველო აკრიტიკებს რუსეთს ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემაზე უარის თქმის გამო”. სტატიის თანახმად, ჟენევაში 5 მარტს რუსეთთან მოლაპარაკებებში მონაწილე საქართველოს დელეგაციამ მოსკოვი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის არ არის მზად, სეპარატისტული რეგიონების ირგვლივ არსებულ დავაში ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით საპასუხო ვალდებულებები აიღოს. როგორც დეკემბრის რაუნდში , კამათის ძირითად საგანს წარმოადგენდა ის, რომ რუსეთმა უარი გან აცხადა, საქართველოს მსგავსად ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აეღო. სტატიაში მოლაპარაკებებში ევროკავშირის შუამავლის, პიერ მორელის განცხადებაცაა მოყვანილი. პიერ მორელის თქმით, პარასკევს გამართული რაუნდიდან მას მთლიანობაში პოზიტიური შთაბეჭდილება შეექმნადა ადგილებზე უსაფრთხოების სფეროში მხარეებმაშედარებით მშვიდისიტუაციის განხილვა შეძლეს.

ეხოკავკაზა ვრცელ სტატიას უძღვნის ენევაში მიმდინარე მოლაპარაკებათა მეთხუტმეტე რაუნდს, სადაც მკითხველს დეტალურად მოუთხრობს მოლაპარაკების შესახებ. გამოცემა ჟენევაში ქართული მხარის მიერ დაყენებული ინიციატივების შესახებ საუბრობს, რის მიხედვითაც, რუსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან ერთად  ქართულმა მხარემ ჟენევაში ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების აღდგენის საკითხიც დააყენა. “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუში დიმიტრი სანაკოევი აცხადებს: “თბილისში თვლიან, რომ საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები და საპოლიციო ძალები დაარეგულირებენ ვითარებას ოკუპირებულ რეგიონებში”. მოლაპარაკებებისას ქართულმა მხარემ კვლავ დააყენა იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების და მათი საკუთრებისა და ადამიანის უფლებების საკითხიები.
“ეხოკავკაზას” თანახმად, ქართულმა დელეგაციამ რუსულ მხარეს 2010 წლის სექტემბერ-ნოემბრის თვეში განხორციელებული ტერაქტების გამოძიებაში თანამშრომლობა შესთავაზა. სტატიაში ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებაა მოყვანილი, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირებები ძალის გამოუყენებლობის შესახებ უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება და ამ არგუმენტის გასამყარებლად რუსეთს იანვრის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები მოჰყავს, სადაც იგი სოხუმში ახალი წლის შეხვედრის მოწოდებით გამოდიოდა. რუსეთის განცხადებით, ამ მოწოდებამ აფხაზი და ოსი ხალხის პროტესტი გამოიწვია. ცხინვალისთვის ქართული მხარის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადება არადამაჯერებლად ჟღერს. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის წარმომადგენელი ბორის ჩოჩიევი “ეხოკავკაზასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მათ უსაფრთხოების მყარი გარანტიები სჭირდებათ და იურიდიული ვალდებულებების მქონე დოკუმენტის მიღების შემუშავების ინიციატივით გამოდის. ამასთანავე, ოსურმა მხარემ ჟენევაში დააყენა მოთხოვნა, არ მოეხსენებინათ რეგიონში განლაგებული რუსი სამხედროები საოკუპაციო ჯარად.

სტატიის თანახმად, ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა რეგიონების უსაფრთხოების შეფასებისას რუსეთს ინფორმაცია მიაწოდეს, რომ დაუშვებელია სამხედრო სწავლებები სროლების თანხლებით, რამდენადაც ეს მოლაპარალებათა პროცესს ზიანს აყენებს და დასძინეს, რომ ქართული მხარე ასეთ სამხედრო მანევრებს არ ახორციელებს, თუმცა გამოცემას იქვე ბორის ჩოჩიევის მიერ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემული ინტერვიუ მოჰყავს, სადაც მას ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევისა და უმისამართო სროლის კონკრეტული მაგალითები მოჰყავს.
სტატიაში აფხაზური მხარის მიერ  ილორის ეკლესიის ფოტომასალის წარდგენის შესახებაცაა საუბარი. ფოტომასალა ტაძრის რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდგომ მონაცემებს აღწერს. ამასთან დაკავშირებით აფხაზური დელეგაციის წარმომადგენელი ვიაჩესლავ ჩირიკბა აღნიშნავს, რომ ტაძარი მოინახულეს ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებმა, პირ მორელიმ და ანტი ტურენმა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ დარწმუნებულიყვენ, რომ ტაძრის ბარბაროსული  ფორმით აღდგენა არ მომხდარა.
მიუხედავად იმისა, რომ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები ძირითად საკითხებზე ვერ შეთანხდნენ, თანათავმჯდომარეებმა ტრადიციული განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ არის უფრო კონსტრუქციული წინსვლის საერთო სურვილი. მსმენელს შევახსენებთ, რომ  7 ივნისს ჟენევაში მხარეები ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან.

რადიო “თავისუფლების” ქართული ბიუროც ეხმიანება ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებს და მკითხველს საქართველოს დელეგაციის წევრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორ სერგი კაპანაძის ინეტრვიუს სთავაზობს, სადაც ის აცხადებს, რომ ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები გამოვიდნენ წინადადებით, მოიხსნას გადაადგილების შეზღუდვა საოკუპაციო ხაზზე. ასევე განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. „იმედი მაქვს, რომ ამ თემებთან დაკავშირებით მომდევნო რაუნდებზე იქნება მეტი პროგრესი“, – დასძინა სერგი კაპანაძემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

მასალების გადაბეჭდვის წესი