ახალი ამბები

საქართველოს ყველა რეგიონის პედაგოგები გადამზადდებიან

9 მარტი, 2011 •
საქართველოს ყველა რეგიონის პედაგოგები გადამზადდებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს ყველა რეგიონში პედაგოგთა ტრენინგებს განახორციელებს. ტრენინგები 25 მარტიდან დაიწყება და მასში მონაწილეობას  იმ საგნების პედაგოგები მიიღებენ, რომლებშიც 2011 წელს სასერტიფიკაციო გამოცდები იგეგმება. სახელმწიფო დაფინანსების ტრენინგებს მასწავლებლები პროფესიულ უნარებსა და შესაბამის საგანში გაივლიან.

სამინისტროს ინფორმაციით, სასერტიფიკაციო გამოცდების დაწყებამდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტების მიერ 12 000-მდე მასწავლებელი გადამზადდება.

„ტრენინგების განრიგი ხელმისაწვდომი იქნება სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე www.tpdc.ge, საჯარო სკოლებში და საგანმანათლებლო რესურსცენტრებში. ტრენინგზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია რესურსცენტრში უნდა გაიარონ. ტრენინგები განხორციელდება რეგიონალურ ცენტრებში, საჯარო სკოლების ბაზაზე“, –ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი