ახალი ამბები

“თავისუფალი დემოკრატების” საკანონმდებლო ინიციატივა ვეტერანების სოციალური დაცვის შესახებ

4 მარტი, 2011 • 1150
“თავისუფალი დემოკრატების” საკანონმდებლო ინიციატივა ვეტერანების სოციალური დაცვის შესახებ

თავისუფალი დემოკრატების ბრიფინგი
თავისუფალი დემოკრატების ბრიფინგი

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს ბრიფინგი გამართა და ხელისუფლებას ვეტერანთა უფლებების დასაცავად კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

”თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ-ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირველი და მეორე ჯგუფის ვეტერანების სახელმწიფო პენსია გაუტოლდეს 129 ლარს, ხოლო მესამე ჯგუფის ინვალიდების და მონაწილეეების – 80 ლარს; მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის თითოეულ დაკარგულ შვილზე დახმარება გაუტოლდეს 129 ლარს; კანონით განისაზღვროს ომის პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისა და მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრთა შვილების სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საფასურის თანადაფინანსება; დადგინდეს  ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯების მინიმალური ზღვარი, ასევე მარჩენალდაკარგულთა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაღუპულთა  ოჯახების წევრების დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები; სამივე ჯგუფის ინვალიდებმა და ვეტერანებმა პენსია მიიღონ საბიუჯეტო სფეროში დასაქმების შემთხვევაშიც; 2011 წლის მაისამდე გაიზარდოს საყოფაცხოვრებო სუბსიდიები.

”ხელისუფლებამ უკვე გაითვალისწინა ”თავისუფალი დემოკრატების” მოთხოვნა და სამხედრო ჰოსპიტალის დასაფინანსებლად 2011 წლის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი გამოიყო. ვიმედოვნებთ, ეს ინიციატივაც არ დარჩება უყურადღებოდ”, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი