ახალი ამბები

პრეზიდენტი: აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პოტენციალს ვხედავ

3 თებერვალი, 2016 • 1067
პრეზიდენტი: აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პოტენციალს ვხედავ

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა დასრულდა. სხდომის დახურვის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების შტოებს შორის თანამშრომლობის პოტენციალს ხედავს:

“ჩემს საბოლოო შემაჯამებელ გამოსვლაში აქცენტი იმ საკითხებზე გავაკეთე, რაზეც იყო ნაკლები კრიტიკა და მომავალი თანამშრომლობისთვის მზაობა. მე ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის პოტენციალს ვხედავ, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. შევეცდები, რაც შეიძლება უფრო ინტენსიური ურთიერთობის ფორმატში დავაყენო ეს და სხვა საკითხები  პოლიტიკურ დღის წესრიგში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი