ახალი ამბები

საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევამ მოხუცი ქალბატონი დააზარალა

2 მარტი, 2011 •
საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევამ მოხუცი ქალბატონი დააზარალა

Image 3411
Image 3411

თბილისში, დიხევის აღმართში, საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა. სახლში 76 წლის მარტოხელა ქალბატონი ზინა ბოლქვაძე ცხოვრობდა.

”ბავშვებს სკოლაში წასაყვანად ვამზადებდით, დაახლოებით ცხრის ნახევარი იყო, როდესაც ნგრევის ხმა შემოგვესმა. შენობა ავარიულია, ნგრევა მხოლოდ აივნის ჩამოშლით არ დასრულდება”, – აცხადებს დიხევის აღმართში მცხოვრები გენრიხ გრიგორიანი.

”აივნის ჩამონგრევისას ზინა დაშავდა. იგი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამბობდნენ, რომ მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი”,- ჰყვებიან დაზარალებული ქალბატონის მეზობლები.

ზინა ბოლქვაძე თბილისის პირველ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი