ახალი ამბები

ბრიფინგი დაკავებული მძღოლების მხარდასაჭერად

2 მარტი, 2011 • 1010
ბრიფინგი დაკავებული მძღოლების მხარდასაჭერად

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან ”თავისუფალმა საქართველომ”, ”კონსერვატიულმა პარტიამ” და ”დევნილთა სამოქალაქო მოძრაობამ” დაპატიმრებული მძღოლების მხარდასაჭერი ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 25 და 27 თებერვალს დაკავებულ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ბრალად ედებათ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა (ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლი)  და წვრილმანი ხულიგნობა (ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი ).

”ეს ადამიანები იცავდნენ საკუთარ უფლებებს, საკუთარ ოჯახებს… მათი დაკავება უკანონოა. ამ გზით ხელისუფლება მოწინააღმდეგეების დაშინებას ცდილობს”, – აცხადებს ”კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

სამარშრუტო ტაქსების 15 მძღოლს – გია მაზიაშვილს, მერაბ კანიას, რუსლან კანკიას, გელა გელაშვილს, ბადრი ხურცილავას, ლაურ მაისაშვილს, მიხეილ ისიპაშვილს, ბადრი გამყრელიძეს, გია ლომიშვილს, გიორგი კულიევს, მინდია მახარაძეს, ზურაბ ქოქაშვილს, ტარიელ ცომაიას, ვახტან ჩხანტელიას და ვეფხვო ბულისკერიას 7, 15 და 30– დღიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი