ახალი ამბები

არამდგრადი ამინდი საქართველოში მარტის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება

28 თებერვალი, 2011 • • 2901
არამდგრადი ამინდი საქართველოში მარტის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება

ამინდის პროგნოზის ბიუროს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდი მარტის დასაწყისშიც შენარჩუნდება. სინოპტიკოსები ქვეყნის მასტაბით თოვლს ვარაუდობენ 2 და 3 მარტს.

დედაქალაქშიც უახლოეს დღეებში არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა თბილისში 5-6 გრადუსი იქნება, ხოლო ღამით -1 გრადუსის ფარგლებში.

2, 3, 4 და 5 მარტს ისევ ნალექია მოსალოდნელი, უნალექო ამინდი იქნება 6 მარტს, თუმცა 7– დან ისევ გაუარესდება”, – ამბობს ამინდის ბიუროს ხელმძღვანელის სვეტა ნიორაძე.

ნიორაძის თქმით, გუშინ საქართველოს უმეტესი რაიონი ნალექიანი იყო. დასავლეთ საქართველოში ნალექი თოვლის სახით მხოლოდ მთაში შეინიშნებოდა, ბარში კი წვიმდა. აღმოსავლეთის ქარი 20 მ/წ გუშინ ქუთაისში ჩადგა და მხოლოდ ქობულეთში ქროდა.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში, ისევე როგორც მთაში, თოვდა. თუმცა თოვა დილით მხოლოდ თბილისში, – ვაშლიჯვრისა და აეოროპორტის ტერიტორიაზე და თელავში გაგრძელდა.

თუმცა, ნორაძის თქმით, გუშინ ძლიერო თოვა არ ყოფილა, რის შედეგადაც თოვლის საფარს მაღალმთიან რაიონებში მნიშვნელოვნად არ მოუმატია.

გუდაურში ამ დროისთვის 95 სმ თოვლის საფარი ფიქსირდება, ჯვარში– 125 სმ, ბაკურიანში –51 სმ, ხულოში –171 სმ (ერთი კვირის წინ თოვლის საფარი ხულოში 4 მეტრამდე აღწევდა), შოვში –47 სმ, დედოფლისწყაროში –23 სმ, საგარეჯოში კი –20 სმ.

არამდგრადი ამინდი შენარჩუნებული იქნება ქვეყნის მასშტაბით აუხლოეს დღეებში. სინოპტიკოსები გამოდარებას ჯერ არ ვარაუდობენ, თუმცა, ნიორაძე ამბობს, რომ ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება.

მარტის დასაწყისში ნალექია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს დაბლობში წვიმის სახით, ხოლო აღმოსავლეთში –თოვლის სახით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი