ახალი ამბები

მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტს აგრძელებენ

28 თებერვალი, 2011 • • 1090
მიკროავტობუსის მძღოლები პროტესტს აგრძელებენ

საპროტესტო აქცია სამარშუტო ტაქსებზე ტენდერის შედეგების გაუქმების მოთხოვნით ვარდების რევოლუციის მოედანზე დაიწყო.

მიკროავტობუსის მძღოლები და ოპოზიცური პოლიტიკური პარტიები რუსთაველის გამზირზე, ”ვარდების რევოლუციის” მოედანზე, შეიკრიბნენ.

#4 სამარშუტო ხაზის ყოფილი მფლობელი დავით გონგლაძე ამბობს, რომ მათ არ სურდათ აქციის პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გამართვა, თუმცა ხელისუფლებასთან საკომუნიკაციოდ და თავისი მოსაზრებების ხელისუფლებისთვის გასაცნობად სხვა გზა აღარ დარჩათ.

დღეს მიკროავტობუსების ნაწილმა დედაქალაქში მოძრაობა განაახლა.  რამდენმა მძღოლმა მიიღო გადაწყვეტილება მოძრაობის განახლების შესახებ,  სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

”კონსერვატიული” პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ამჟამად თბილისში მიკროავტობუსების 10-15% მუშაობს. მისი თქმით, ამ მძღოლების ნაწილმა გაფიცვა ხელისუფლების ტერორის შედეგად შეწყვიტა და მუშაობა განაახლა, მოკროავტობუსების ნაწილი კი ხელისუფლების დავალებით სხვადსხვა რაიონების ხაზებიდან მოხსნეს და ქალაქში მოქმედი ხაზებზე გადაანაწილეს.

”ნაწილი, ვინც მუშაობს ტერორის მსხვერპლია, ნაწილი კი არის სხვა მანქანები, რომლებიც არ მუშაობენ სინამდვილეში ამ ხაზებზე და არიან მოხსნილები სხვადასხვა ქალაქგარე მარშუტკებიდან”, – ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანიას ინფორმაციით, მიკროავტობუსების უმრავლესობა ამჟამად დედაქალაქში მოძრაობს.

ალანიას თქმით, სავარაუდოდ, მძღოლები ტენდერში გამარჯვებული კომპპანიების გადაწყვეტილებას დათანხმდენ, რომლის მიხედვბითაც, ისინი კომპანიებს ფიქსირებულ 10 –ლარიან გადასახადს გადაუხდიან.

პროფკავშირების თავმჯდომარის განმარტებით, აქამდე კომპანიებისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა 5-12 ლარის ფარგლებში მერყეობდა, მძღოლებსა და ახალ კომპანიებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კი ეს გადასახადი ყველასთვის ფიქსირებული გახდება.

”ისანი-სამგორის რაიონში თითქმის ყველა მანქანა გამოვიდა, ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონშიც, შეიძლება სადღაც 15-20% არ მუშაობდეს”, – ამბობს ალანია.

საპროტესტო აქცია 2 საათზე დაიწყება.

მიკროავტობუსის მძღოლებმა გაფიცვა, ტენდერის შედეგების გაუქმების მოთხოვნით პარასკევს, 25 თებერვალს დაიწყეს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი