ნეტგაზეთი | ლონდონის სასამართლომ ასანჟი შვედეთს გადასცა ლონდონის სასამართლომ ასანჟი შვედეთს გადასცა – Netgazeti
Batumelebi | RU

ლონდონის სასამართლომ ასანჟი შვედეთს გადასცა

ასანჟს შვიდდღიანი ვადა აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

ბრიტანეთის სასამართლომ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის შვედეთში ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ასანჟს შვედეთში სექსუალური გამოძალვისა და გაუპატიურების შესახებ ბრალდებები აქვს წაყენებული.

ასანჟს შვიდდღიანი ვადა აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

ასანჟის ადვოკატის თქმით, გაუპატიურების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, გარდა ამისა, დაცვის მხარე ამბობს, რომ შვედეთში ასანჟს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება არ ელოდება, რადგან ამ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას პირდაპირ გამოაცხადა ასანჟი „შვედი ხალხის #1 მტრად“.

ადვოკატი შიშობს, რომ ასანჟის გადაცემას, სავარაუდოდ, აშშ–ც მოითხოვს, სადაც მას შესაძლოა შპიონაჟში დადონ ბრალი. თუმცა აშშ–ს სპეცსამსახურებს შესაბამისი ბრალდება ჯერ არ წამოუყენებიათ ასანჟის წინააღმდეგ. ბრალის დასადებად სპეცსამსახურებმა უნდა დაასაბუთონ, რომ „ვიკილიქსზე“ 2010 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დოკუმენტები ე.წ. ირანისა და ავღანეთის დოსიეებიდან ასანჟის დაკვეთით მოიპარა ამერიკული არმიის რიგითმა ბრედლი მენინგმა. ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, მენინგი საკუთარი ნებით, დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი