ახალი ამბები

მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

25 თებერვალი, 2011 • 1251
მძღოლები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ

სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ ისინი გაფიცვას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მერია ჩატარებული ტენდერის შედეგებს არ გააუქმებს.

მიკროავტუბუსების მძღოლები დღეს დილიდან გაიფიცნენ. მათი თქმით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა თითოეული მძღოლისგან დღიურად 20–40 ლარის გადახდა მოითხოვეს, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მგზავრობის ღირებულების გაძვირებას.

ცოტა ხნის წინ მძღოლების აქციას თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი აკაკი ჯოხაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, არც ერთი მძღოლი არ დარჩება უმუშევარი და ამასთანავე, მძღოლებს არც ერთი დამატებითი თეთრის გადახდა არ მოუწევთ, თუმცა მიკროავტობუსების მძღოლები ამბობენ, რომ გაფიცვას მაინც გააგრძელებენ, თუკი მერია ტენდერის შედეგებს არ გააუქმებს.

გაფიცვის შედეგად თბილისში მგზავრების გადაადგილება შეფერხებულია. ჯოხაძის თქმით, უახლოეს საათებში ქალაქის სხვადასხვა უბნის მიმართულებით დაინიშნება დამატებითი ავტობუსების რეისები, რაც დედაქალაქში გადაადგილების კუთხით შექმნილ პრობლემას შეამსუბუქებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი