ახალი ამბები

„პროფკავშირი მძღოლების ინტერესებს დაიცავს“

25 თებერვალი, 2011 • 963
„პროფკავშირი მძღოლების ინტერესებს დაიცავს“

„მე ყოველთვის დავდგები მძღოლების გვერდით და მათ ინტერესებს დავიცავ“, – განაცხადა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მისი თქმით, შეხვედრა მასსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს შორის უკანასკნელად 20 თებერვალს შედგა, თუმცა საკუთარი პირობები კომპანიებს არც მაშინ წარმოუდგენიათ.

„გადმოცემით ვიცი, რომ მძღოლებს და გადამზიდავებს დაუკავშირდნენ გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლები და აცნობეს დაწესებული გადასახადის თაობაზე,“ – ამბობს ალანია.

მიკროავტობუსების მძღოლების სამუშაო პირობების განსაზღვრის მიზნით, ბოლო ორი კვირის მანძილზე პერიოდულად იმართებოდა სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირისა და გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენრლთა შორის. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხები იყო მძღოლებისთვის სამუშაოს შენარჩუნების, მათთვის ადეკვატური ხელფასების განსაზღვრისა და სამედინო დაზღვევით უზრუნველყოფის საკითხები.

გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ არც ერთი მძღოლი სამუშაოს გარეშე არ დარჩებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი