ნეტგაზეთი | მძღოლები ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ მძღოლები ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ – Netgazeti
RU | GE  

მძღოლები ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ

„ვარდების მოედანზე“ მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია დაიწყო. ისინი მერიის მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვები ოთხმა კომპანიამ მოიპოვა.

„ვარდების მოედანზე“ მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია დაიწყო. ისინი მერიის მიერ გასული წლის ბოლოს ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, რომლითაც M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვები ოთხმა კომპანიამ – შპს „თბილ ლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“, შპს „თბილ ქარი“, შპს „ფაბლიქ ლაინი“მოიპოვა.

„დღეს ჩვენ ვმართავთ გამაფრთხილებელ აქციას, თუკი ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას და არ გააუქმებს ამ ტენდერის შედეგებს, ჩვენ უფრო რადიკალურ ზომებს მივმართავთ, არ ვაპირებთ დანებებას,“ – განაცხადა აქციაზე ერთ–ერთი სამარშრუტო ხაზის მფლობელმა დავით გონგოლაძემ.

აქციაზე მძღოლებს სიტყვით მიმართა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ წარმომადგენელმა კახა კუკავამ. მისი თქმით, დღეს, 17:00 საათზე, გაიმართება თბილისის საკრებულოს სხდომა, სადაც საკრებულოს წევრებს მძღოლების მოთხოვნას გააცნობს და მიმართავს მერიას ტენდერის შედეგების გაუქმების მოთხოვნით.

სატენდერო პირობების თანახმად, კომპანიებმა ახალი „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსები უნდა შემოიყვანონ, ძველი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს და 2011 წლის ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს  ახალი სატრანსპორტო საშუალებები კერ არ შემოუყვანიათ, თუმცა მათ არსებული მიკროავტობუსების მძღოლებისგან სამსახურის შენარჩუნების სანაცვლოდ დღეში 20–40 ლარის გადახდა მოითხოვეს, რასაც დღეს  მძღოლების გაფიცვა და საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი