ახალი ამბები

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 თებერვალს განახლდება

31 იანვარი, 2016 • 1884
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 თებერვალს განახლდება

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ცნობით, 1 თებერვალს თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

“თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაითვალისწინა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოს ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია და გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით სასაწავლო პროცესი ორი დღით, 28 იანვრიდან 1 თებერვლამდე შეწყვიტა. ეს პერიოდი ბაღებში გენერალურ რეცხვა-დეზინფექციას დაეთმო”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი