ახალი ამბები

ნდობის ჯგუფის დახურული სხდომა პარლამენტში

22 თებერვალი, 2011 • • 1053
ნდობის ჯგუფის დახურული სხდომა პარლამენტში

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ და პარლამენტის ნდობის ჯგუფმა დახურულ ფორმატში ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი განიხილეს.

“საფრთხეების შეფასების დოკუმენტში, რომელსაც ადევს გრიფი “სრულიად საიდუმლო,” ასახულია არა მარტო ის საფრთხეები და გამოწვევები, რომლებიც საქართველოს წინაშე დგანან, არამედ დეტალურად არის განხილული ყველა პოტენციური სცენარი და მასზე რეაგირების სქემები. დოკუმენტი ძალზე მგრძნობიარეა და პარლამენტის ნდობის ჯგუფთან მისი განხილვა მნიშვნელოვანია, რადგან საკანონმდებლო ორგანოს ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პოტენციურ საფრთხეებზე და მათი განეიტრალების რესურსის თაობაზე”, -ქუთელიას განცხადებას პარლამენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი აქვეყნებს.

ნდობის ჯგუფში  პარლამენტის 5 წევრია გაერთიანებული, რომელთაგანაც სამი საპარლამენტო უმრავლესობას, ორი კი უმცირესობას წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი