ახალი ამბები

ნიკა გილაური გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციაზე

22 თებერვალი, 2011 • • 1142
ნიკა გილაური გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციაზე

დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ნიკა გილაურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეორგანიზაციის ის ვარიანტი, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, ყველასთანაა შეთანხმებული. მათ შორის პრეზიდენტთან, მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

“რეორგანიზაცია მდგომარეობს შემდეგში: გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების აღწერის და ლიცენზირების ნაწილი გამოეყოფა. გარემოს დაცვის სამინისტრო რჩება გარემოს დაცვის სამინისტროდ. პირიქით, მას უფრო მკაცრი კონტროლის ფუნქცია ექნება, რადგანაც გარემოს დაცვით საკითხებზე იქნება კონცენტრირებული და ფოკუსირებული. მას ბუნებრივი რესურსების გაყიდვის, ლიცენზირების საკითხები აღარ ექნება. შესაბამისად, ეს სამინისტრო უფრო მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი იქნება. 

ბუნებრივ რესურსებს რაც შეეხება, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება, სადაც ბუნებრივი რესურსების ლიცენზირება, მათი გაყიდვა, აუქციონების ჩატარება და ენერგეტიკული საკითხები ერთად მოიყრიან თავს. იქნება ქვეყანაში ყველა ბუნებრივი რესურსის განმკარგავი, პოლიტიკის გამტარებელი უწყება. 

გარემოს დაცვის სამინისტროს გამოეყოფა კიდევ ორი უწყება. ერთი – ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც შეუერთდება რამაზ ნიკოლაიშვილის სამინისტროს. საგზაო დეპარტამენტთან ერთად ეს უწყება ნაპირსამაგრი სამუშაოებს ჩაატარებს. 
რაც შეეხება დაცულ ტერიტორიებს, რომელიც იყო გარემოს დაცვის სამინისტროში, სხვა სამინისტროს ნაწილი გახდება, ამ შემთხვევაში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს.”,–განაცხადა დღეს პრემიერ მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი