ახალი ამბები

”მწვანეები” სოჭის ოლიმპიადისთვის აფხაზეთიდან სამშენებლო მასალის გატანას ადასტურებენ

22 თებერვალი, 2011 • 1124
”მწვანეები” სოჭის ოლიმპიადისთვის აფხაზეთიდან სამშენებლო მასალის გატანას ადასტურებენ

გიორგი გაჩეჩილაძე
გიორგი გაჩეჩილაძე

”საქართველოს მწვანეთა პარტიის” გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე ”კომსომოლსკაია პრავდაში” გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. ქართველი ჟურნალისტი, საინფორმაციო სააგენტო ”გრუზინფორმის” მთავარი დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი სტატიაში ამტკიცებს, რომ სოჭის ოლიმპიადისთვის აფხაზეთიდან სამშენებლო მასალები არ გააქვთ.

”აფხაზეთიდან სამშენებლო მასალის გატანას თავად რუსეთის ხელისუფლება ადასტურებს, იგივეს ამტკიცებენ აფხაზები… ვფიქრობ, ეს სტატია საქართველოს ხელისუფლების მიერაა დაკვეთილი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

”აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ 2009 წლის 2 ივნისს პირველად 40 ვაგონი ქვა-ღორღი გაიტანეს  აფხაზეთიდან სოჭის ოლიმპიადის სამშენებლო პოლიგონებზე. 2010 წლის 26 ნოემბერს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთიდან ნამდვილად მიმდინარეობს ქვა-ღორღის გატანა სოჭის ოლიპმიადისათვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ხიდირბეგიშვილის სტატიის სიცრუეს”, – ამბობს გიორგი გაჩეჩილაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი