ახალი ამბები

პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება

22 თებერვალი, 2011 • • 1143
პრეზიდენტი ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვას ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში დაღუპული გიორგი ავალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტის ოფიციალური ინტერნეტ გვერდი წერს:საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცის,  კაპრალ გიორგი ავალიანის დაღუპვის გამო. პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ქართველი ჯარისკაცის ოჯახს, მის თანამებრძოლებს და ქართველ ხალხს.

კაპრალი გიორგი ავალიანი ჰელმანდის პროვინციაში, ავღანეთში, ნაღმზე აფეთქების შედეგადად დაიღუპა. მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება დღეს თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

დაჭრილია კიდევ ორი ქართველი სამხედრო, რომლებიც მკურნალობის კურსს, სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში გაივლიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი