ახალი ამბები

ევროსაბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია

29 იანვარი, 2016 • 1364
ევროსაბჭოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობა დაბალია

სასამართლო ხელისუფლების შესახებ ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლებიც ამ სფეროში კორუფციასთან გასამკლავებლად ასამბლეის დაუყონებლივ დახმარებას საჭიროებენ.

ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ ძალიან დაბალია რამდენიმე ქვეყანაში, სადაც სასამართლო ხელისუფლება აღიქმება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული დაწესებულება. ეს ქვეყნებია: საქართველო, ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, ხორვატია, ლიტვა, მოლდოვას რესპუბლიკა, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.

კომიტეტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორუფცია მოსამართლეთა შორის საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობას, სასტიკად უშლის ხელს ადამიანის უფლებების დაცვას. ხარვეზები ამ სფეროში სხვა სექტორებში კორუფციას აძლიერებს.

საბჭო ასევე, მწუხარებას გამოთქვამს, რომ მათ ანტიკორუფციულ რეკომენდაციებს ეს ქვეყნები არ ითვალისწინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი