ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

trend.az: აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოს გაზმომარაგება ზამთრის პერიოდში გაუზარდოს

29 იანვარი, 2016 • 1432
trend.az: აზერბაიჯანი მზადაა, საქართველოს გაზმომარაგება ზამთრის პერიოდში გაუზარდოს

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანია “სოკარი” აცხადებს, რომ “სამხრეთ კავკასიის მილსადენის” და “შაჰ დენიზის” კონსორციუმთან შეთანხმება მიღწეულია და საქართველოს ზამთარში გაზმომარაგებას გაუზრდის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას trend.az ავრცელებს.

კომპანია აცხადებს, რომ “შაჰ დენიზისა” და “სამხრეთ კავკასიის მილსადენის” კონსორციუმის ყველა წევრი შეთანხმდა, გადაიხედოს არსებული შეთახმების ფარგლებში სეზონური შეზღუდვები “შაჰ დენიზიდან” საქართველოსთვის გაზის მიწოდების საკითხზე:

“არსებული შეთანხმების შედეგად, ზამთარში საქართელოს გაზმომარაგება 50 მილიონი კუბური მეტრით გაიზრდება”, -აცხადებს “სოკარი”

აზერბაიჯანი ამ დრომდე საქართველოს ძირითადი გაზმომმარაგებელია. გაზმომარაგების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს მთავრობამ რუსულ ”გაზპრომთან” დაიწყო მოლაპარაკებები. კალაძე Gazprom-ის მხარეს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებს სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში აზერბაიჯანიდან შემომავალი მილსადენი საკმარის გაზს ვერ აწვდის და შეუძლებელია ამავე მილსადენში მოცულობის გაზრდა. მთავრობის ადმინისტრაციაში  13 იანვარს გამართულ შეხვედრაზე “სოკარ ჯორჯიას” პრეზიდენტმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ კომპანია ” სოკარი”  ეძებს გზას, საქართველოში ზამთარში გაზზე გაზრდილი მოთხოვნა არსებული საშუალებებით  შეავსოს, მანამდე კი ქვეყნისთვის გაზის მიწოდებას მაქსიმალურად ზრდის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი