ახალი ამბებიეკონომიკა

ხადური: ლარის ახალ კუპიურებზე ქადაგიძის ხელმოწერა დისკომფორტს არ მიქმნის

29 იანვარი, 2016 • 1532
ხადური: ლარის ახალ კუპიურებზე ქადაგიძის ხელმოწერა დისკომფორტს არ მიქმნის

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, ის ფაქტი, რომ ლარის ახალ კუპიურებზე ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აწერს ხელს, მას დისკომფორტს არ უქმნის.

“სიმართლე გითხრათ, კუპიურები ძალიან მომწონს და ის, რომ მასზე ხელს აწერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამას ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ შეუქმნია. მე ვიცი ქვეყნები, სადაც ფინანსთა მინისტრიც აწერს ხელს, ვიცი ქვეყნები, სადაც მხოლოდ ფინანსთა მინისტრი აწერს ხელს კუპიურაზე, მათ შორის აშშ-ში კუპიურაზე ხელს აწერს ფინანსთა მინისტრი და ხაზინის უფროსი. მაგრამ ეს არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. ეროვნულ ბანკში მკვეთრად განსაზღვრეს, რომ ლარის ემისიაზე ერთადერთი პასუხისგებელი ორგანო არის ეროვნული ბანკი და სწორედ იმას ნიშნავს ის, რომ მასზე არის ერთადერთი ადამიანის ხელმოწერა”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი