ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი გიორგი ავალიანი დაიღუპა–ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
კაპრალი გიორგი ავალიანი 32–ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანის პროვინციაში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კაპრალი გიორგი ავალიანი სამხედრო დავალების შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა.
აფეთქების შედეგად დაჭრილია კაპრალი ნიკოლოზ დეისაძე და კაპრალი ედნარ აბულაძე. ისინი გადაყვანილი არიან სამხედრო ჰოსპიტალში,–წერს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდი.