ახალი ამბებიეკონომიკა

ხადური: ბიუჯეტის კორექტირება დამოკიდებულია მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე

29 იანვარი, 2016 • 1406
ხადური: ბიუჯეტის კორექტირება დამოკიდებულია მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, საქართველოს მთავრობა სერიოზულ საგადასახადო რეფორმას გეგმავს, თუმცა ბიუჯეტის კორექტირებაზე საუბარი ჯერ ადრეა.

“ფინანსთა სამინისტროს მიღებული აქვს დავალება და ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, ვმუშაობთ არა მარტო სამთავრობო დაწესებულებებთან, არამედ ვმუშაობთ ბიზნესწრეებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოსამზადებელი სამუშაოები განვახორციელოთ. თებერვლის პირველ ნახევარში, სავარაუდოდ, კანონპროექტი წარედგინება საქართველოს მთავრობას და შემდეგ საქართველოს პარლამენტს. შემდეგ მოხდება ბიუჯეტის გადახედვა და დღეს საუბარი მოცულობებზე ნაადრევია, ვინაიდან ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი დიზაინის იქნება საქართველოს ახალი საგადასახადო კანონმდებლობა და როდიდან შევა ის ძალაში”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი