ახალი ამბები

ჰელმანდის პროვინციაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვაზე ინფორმაცია ვრცელდება

22 თებერვალი, 2011 • • 1064
ჰელმანდის პროვინციაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვაზე ინფორმაცია ვრცელდება
დღეს სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ. თავდაცვის სამინისტრო მომხდარ ფაქტს ნეტგაზეთთან საუბარში არც უარყოფს და არც ადასტურებს.
“როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ჩვენ დათქმულ დროს, წესის მიხედვით, მაშინვე ვატყობინებთ ყველას და ვდებთ ჩვენს გვერდზე.”-ამბობს სალომე მახარაძე, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
კითხვაზე, ეს ნიშნავს თუ არა, რომ არ მომხდარა მსგავსი ფაქტი, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იგივე წინადადებას იმეორებს და შემდეგ ამბობს:”არ ვიცი, რა ინფორმაციაა”.
ქუთაისის მცხოვრები, რომელიც ინფორმაციის გავრცელების წყაროა, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ინფორმაციას ჯარისკაცებისგან ფლობს.
“გუშინ ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მებრძოლის  დაღუპვის შესახებ თქვეს ახლობლებთან, საღამოს დათხოვნით სახლებში დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა. არიან დაჭრილებიცო. ესაა, რაც ამ ეტაპზეა ცნობილი.”,–ამბობს ქუთაისის მცხოვრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი