ახალი ამბები

”ლეიბორისტები” გადასახადების მოსალოდნელ ზრდას აპროტესტებენ

18 თებერვალი, 2011 • 1059
”ლეიბორისტები” გადასახადების მოსალოდნელ ზრდას აპროტესტებენ

კახა ძაგანიას ბრიფინგი
კახა ძაგანიას ბრიფინგი

”ლეიბორისტული პარტიის”  იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ დღეს ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას სავაჭრო ცენტრებში გადასახადების მოსალოდნელი გაზრდის თაობაზე აცნობა.

”მოვაჭრეები საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ და დასაფასებელ ფენას ეკუთნიან, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური პირობების ბრალია, რომ მათ დღეს ასეთი სამუშაოს შესრულება უწევთ. ხელისუფლება კი იმაზეა ორიენტირებული, რომ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. ჩვენი ინფორმაციით, მოვაჭრეებისთვის გადასახადი მალე კიდევ უფრო გაიზრდება. დახლზე მდგომმა დამატებით 15 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო თუკი ის იყენებს დამატებით კიდევ რამეს, მაგალითად, საცავს, გადასახადის რაოდენობა 25 ლარამდე ავა”, – განაცხადა კახა ძაგანიამ.

”ლეიბორისტული პარტიის” იდეოლოგიური მდივნის თქმით, გადასახადების მომატების მიზანია კიდევ უფრო გაიზარდოს კონტრასტი სავაჭრო ადგილებსა და ქსელ ”ნუგეშს” შორის.  ”ლეიბორისტული პარტია” საგამოძიებო  ჯგუფის შექმნას აპირებს, რომელიც გამოიკვლევს სავაჭრო ცენტრების მფლობელთა ვინაობას, მათ კავშირს ხელისუფლებასთან და გადასახადებთან დაკავშირებულ დეტალებს.

”შემდეგ კი გრანდიოზულ აქციებს მოვაწყობთ ყველა იმ მაღალჩინოსნის სახლთან, ვისი სახელიც ამ გამოძიებისას ამოტივტივდება”, – განაცხადა ძაგანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი