ახალი ამბები

ომბუდსმენმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

28 იანვარი, 2016 •
ომბუდსმენმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

ჯგუფის წევრთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელიც, როგორც წესი, წელიწადში ერთხელ ტარდება

სპეციალური პრევენციული ჯგუფი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი,  არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

სახალხო დამცველის ცნობით, გასაუბრების შედეგად 32 კანდიდატი შეირჩა, მათ შორის 23 გასულ წელს მოქმედი სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრია:

1. ავალიანი თამარი

2. არჩვაძე მაია

3. ამირეჯიბი თინათინი

4. ბაგრატიონი ხათუნა

5. ბაძაღუა ეკა

6. გელაშვილი ქეთევანი

7. გოგაშვილი კახაბერი

8. გოგოლაშვილი ნათია

9. გვარმიანი ინდირა

10. დარსანია ეკატერინე

11. დემეტრაშვილი ნინო

12. ელიზბარაშვილი ნინო

13. იდაძე ნანა

14. კალინა ოლღა

15. ლონდარიძე ნესტანი

16. მერებაშვილი მახარე

17. მანჯავიძე ირმა

18. მანგოშვილი რუსუდანი

19. ნემსიწვერიძე სოფია

20. ომიაძე ქეთევანი

21. რეხვიაშვილი თეიმურაზი

22. ფუტკარაძე ირინა

23. ფანჩულიძე თეა

24. ქობესაშვილი ეკა

25. ქორიძე ნანა

26. ღვინიანიძე კახა

27. ღუდუშაური შორენა

28. შენგელია იზოლდა

29. ცირამუა მაია

30. წერეთელი ნათია

31. წულეისკირი ლალი

32. ჯანეზაშვილი ნაზიბროლა

სახალხო დამცველთის აპარატის ცნობით, არსებული სპეციალური პრევენციული ჯგუფის შემადგენლობის განახლებას წინ უსწრებდა საჯარო კონკურსი და შესარჩევი კომისიის წევრების გასაუბრება სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრობის კანდიდატებთან.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური პრევენციული ჯგუფი დაკომპლექტებულია სხვადასხვა დარგის სპეციალისტებით. ჯგუფის შემადგენლობაში შედის 6 იურისტი, 5 ექიმი, 2 ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, 2 ფსიქიატრი, 6 ფსიქოლოგი, 5 სოციალური მუშაკი, 4 ექსპერტი დისკრიმინაციის საკითხებში (მათ შორის 2 შშმ პირი), 2 ექსპერტი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი