ახალი ამბები

IREX G-Media პროგრამას იწყებს

18 თებერვალი, 2011 • • 1205
IREX  G-Media პროგრამას იწყებს

IREX დღეს, 15:00 საათზე G-Media პროგრამის დაწყებას გამოაცხადებს. ღონისძიება ბათუმში ჩატარდება, სადაც მიწვეული სტუმრები და მომხსენებლები ქართულ მედია გარემოსა და G-Media პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრებენ. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ლაივსტრიმის მეშვეობით განხორციელდება და მას “ნეტგაზეთიც” შემოგთავაზებთ დაწყებისთანავე.

ორგანიზატორები გთავაზობენ  მონაწილეობა მიიღოთ ონლან დისკუსიაში, საშუალება გექნებათ დასვათ შეკითხვები ქართული მედიისა და მისი პერსპექტივების შესახებ, გაუგზავნოთ თქვენი იდეები, ასვე, გამოხმაურებები შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე:

ელ-ფოსტა gmedia@irex.ge SMS – 899 27 21 77 www.facebook.com/IrexGeorgia  www.twitter.com/irexGmedia

IREX G-MEDIA არის პროექტი “ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას”. პროგრამის მიზანია ახალი ამბებისა და საინფორმაციო წყაროებისადმი საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პოლიტიკურად დაბალანსებული, სარედაქციო დამოუკიდებლობის, პროფესიული და სიცოცხლისუნარიანი მედია სექტორის განვითარების გზით, რომელიც სხვადასხვა არხებით  ხელმისაწვდომია საზოგადებისთვის მთელი საქართველოს მასტშაბით. პროგრამასს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

პროგრამის მიზანია  მედია კონტენტის ხარისხის და მრავალფეროვნების გაზრდა  და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არხების გაფართოება; პროფესიონალიზმის ამაღლება, მათ შორის,  საუნივერსიტეტო  ჟურნალისტური განათლების გზით; მარეგულირებელი გარემოს დეპოლიტიზაცია და ჟურნალისტების სამართლებრივი უფლებების გაძლიერება,  მათი უფლებებისა და პროფესიული ეთიკის დარღვევების აღმოსაფხვრელად; მედია საშუალებების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერება.

მასალების გადაბეჭდვის წესი