ახალი ამბები

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 28 იანვარს

28 იანვარი, 2016 • 1425
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 28 იანვარს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წუხელ ინტენსიური თოვის გამო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა რიკოთის უღელტეხილზე და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და დაგეგმილია დღის განმავლობაში მოძრაობის აღდგენა.

მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის გურიის რეგიონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი