ახალი ამბები

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციების დროს ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა

18 თებერვალი, 2011 • 988
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციების დროს ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციების დროს ტერიტორიული შეზღუდვა მოიხსნა.

ინფორმაციის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, სახელის, გვარის, მამის სახელის შეცვლის, განქორწინების, შვილად აყვანის რეგისტრაცია, მამობის დადგენის რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ნებისმიერ ტეროტორიულ სამსახურშია უკვე შესაძლებელი.

აქამდე ამ პროცედურების გავლა მოქალაქეებს საცხოვრებელი მისამართის მიხედვით შეეძლოთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი