ახალი ამბები

ანონსი: 28 იანვარი

27 იანვარი, 2016 • 1102
ანონსი: 28 იანვარი

12:00 საათზე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი და სამედიცინო ცენტრის შპს „ლანცეტის“დირექტორი ფარმან ჯეირანლი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ ვეტერანებისთვის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობის თაობაზე.

მის: სამედიცინო ცენტრი „ლანცეტი“, თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 12კმ, ნაკვეთი 14/70.
საკონტაქტო პირი: 595 53 00 21 თეიკო ბოგვერაძე, 568 0014 14 ჟანა ასანიძე

12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სასწავლო და ადმინისტრაციულ კორპუსებში დამონტაჟებულ სადეზინფექციო დისპენსერებს დაათვალიერებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, მაღალი ავადობის პირობებში, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, უზრუნველყონ სასწავლებლების სადეზინფექციო დისპენსერებით აღჭურვა და საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

მის: ვაჟა-ფშაველას ქ. N33, თბილისი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი