ახალი ამბები

ირანის პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტი და დაფარული შიშველი ქანდაკებები

27 იანვარი, 2016 • 1562
ირანის პრეზიდენტის იტალიაში ვიზიტი და დაფარული შიშველი ქანდაკებები

ბიბისის ცნობით, ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის იტალიაში ჩასვლის საპატივცემულოდ შიშველი ქანდაკებები დაფარეს.

როჰანმა და იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მატეო რენციმ რომის კაპიტოლიუმის მუზეუმში ისაუბრეს მას შემდეგ, რაც იტალიურმა კომპანიებმა ირანთან ხელშეკრულებები გააფორმეს, – იუწყება ბიბისი. ირანის პრეზიდენტის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად მუზეუმის შიშველი ქანდაკებები დაფარეს.

ბიბისის ცნობით, ასევე არ გამოიტანეს ღვინო ოფიციალურ სადილზე. თუმცა საფრანგეთი, სადაც ირანის პრეზიდენტს შემდეგი ვიზიტი აქვს დაგეგმილი, არ აპირებს იტალიის მსგავსად მოიქცეს.

ირანს, როგორც ისლამურ რესპუბლიკას,  ალკოჰოლის მომხარებასთან დაკავშირებით მკაცრი კანონი აქვს მიღებული.

ირანის პრეზიდენტს ევროპაში  ხუთდღიანი  ტური აქვს დაგეგმილი, რათა გააღრმავოს ეკონომიკური კავშირები მას შემდეგ, რაც ირანმა ბირთვულ საქმიანობაში უკან დაიხია.

ირანის პრეზიდენტმა იტალიელ ბიზნესმენებს განუცხადა, რომ ირანი ყველაზე უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანაა რეგიონში. მისი თქმით, დაუსაქმებლობაა ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

ბიბისის ცნობით, ირანისა და იტალიის კომპანიებმა  17 მილიარდი ევროს ოდენობის კონტრაქტებს მოაწერეს ხელი.

ჰასან როჰანი პარიზში დღეს მიფრინავს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი