საქართველოს გაანათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს რამდენიმე რეგიონში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი სამი დღით შეჩერდეს.
“გამომდინარე იქიდან, რომ მეტეოროლოგიური პროგნოზით უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, მინისტრის ბრძანებით, სასწავლო პროცესი შეწყდება აჭარის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონების იმ სკოლებში, სადაც სკოლასთან გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია. გაკვეთილები კი მომდევნო შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება”, – წერია სამინისტროს განცახდებაში.