ახალი ამბები

მთავრობის ცნობით, დიდთოვლობის გამო 10 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

26 იანვარი, 2016 • 1221
მთავრობის ცნობით, დიდთოვლობის გამო 10 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

საქართველოს მთავრობის ცნობით, აჭარასა და გურიაში დიდთოვლობის გამო, 26 იანვრის მდგომარეობით, 10 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი ამბობს, რომ გუშინ, მთელი ღამის განმავლობაში გადაუდებელი თოვის შედეგად შეფერხებები შეიქმნა გურიისა და აჭარის რეგიონში.

“დღეს დილიდან პრემიერ-მინისტროს დავალებით პირადად მივემართები აღნიშნულ რეგიონებში, რათა ადგილზე გავეცნო გაწმენდით სამუშაოებს და შევისწავლოთ არსებული ვითარება. რაც შეეხება ამ დროისათვის გურიისა და აჭარის რეგიონში, ელექტროენერგია არ მიეწოდება დაზიანებების შედეგად 10 ათასამდე აბონენტს, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ახლა გრძელდება სამუშაოები “ენერგო პროს” მიერ. ვვარაუდობთ, რომ დღის ბოლომდე უკვე ეტაპობრივად მიეწოდება აღნიშნულ აბინენტებისს ელექტროენერგია.
ყველა მუნიციპალიტეტში შექმნილია საგანგებო შტაბები, სადაც ინფორმაცია შედის და გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება. ყველა მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი და მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ 24-საათიან რეჟიმში მიაწოდონ ინფორმაცია შესაბამის სამსახურებს,”- ამბობს გიორგი ამაშუკელი მთავრობის კანცელარიაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი