ახალი ამბები

2015 წლისთვის საქართველოს ყველა სკოლა შვეციის და ჰოლანიიის სკოლების შესაბამისი იქნება

11 თებერვალი, 2011 • 948
2015 წლისთვის საქართველოს ყველა სკოლა შვეციის და ჰოლანიიის სკოლების შესაბამისი იქნება

„2015 წლისთვის საქართველოს ყველა სკოლა შვეციის და ჰოლანდიიის სკოლების შესაბამისი იქნება, თავისი აღჭურვილობით, ინტერნეტით.  2015 წლისთვის ინტერნეტი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ქართველმა ხალხმა გლობალური მასშტაბის განათლება უნდა მიიღოს. ეს აუცილებელია პროგრესისთვის. ამისთვის, ასევე, აუცილებელია საერთაშორისო ენების, ინგლისური ენის ცოდნა. თუმცა წავახალისებთ სხვა ენების ცოდნასაც, ევროპულ და აზიური ენებს.  

ასეულობით ინგლისური ენის მასწავლებელს მინდა მივესალმო აქედან, რომლებიც ქართველ ბავშვებს მსოფლიოსკენ უხსნიან გზას.

შარშან სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თანაბარი შესაძლებელობები უნდა ჰქონდეს ყველას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი